მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ვარდის სამოსელში შუქთა აფეთქებით ჩანდი / sulkhan tsulukidze - vardis samoselshi shuqta afetqebit chandi
8:41 PM სულხან წულუკიძე - ვარდის სამოსელში შუქთა აფეთქებით ჩანდი / sulkhan tsulukidze - vardis samoselshi shuqta afetqebit chandi
|
ვარდის სამოსელში შუქთა აფეთქებით ჩანდი. მოშორებით მეტრით ოციოდე, იყო ივნისი და დუღდნენ საფეთქლები, მაგრამ შენ ხვდებოდი მხოლოდ რომ მციოდა
თითქოს ასწლეულებს გრძნობდი წუთებში და ფერად გაზაფხულებს მზისფერ მარტებიანს, ახლა უშენობა ჩემთან დუელშია, თეთრი ლექსები კი სეკუნდანტებია.
როცა სისხლით ვწერე ოქროსთმებიანო, სულს რომ ვუხამებდი შენსას როგორც ხავერდს, მითხრეს პოეტები მალე კვდებიანო, მითხრეს ჰოდა მალე ალბათ დამმარხავენ.
მაგრამ პოეზია ჩემზე დიდია და ჟამი ვერ წამართმევს ვიცი ამის უნარს, მეც ბრმა ჰომეროსის მსგავსად ილიადას, დავწერ ხელმეორედ, მარად გაუხუნარს.
ვარდის სამოსელში შუქთა აფეთქებით ჩანდი. მოშორებით მეტრით ოციოდე, იყო ივნისი და დუღდნენ საფეთქლები, მაგრამ შენ ხვდებოდი მხოლოდ რომ მციოდა
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1081 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|