Загрузка...
სულხან წულუკიძე - შეწყვეტილი სიტყვა / sulkhan tsulukidze - shetskvetili sitkva - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - შეწყვეტილი სიტყვა / sulkhan tsulukidze - shetskvetili sitkva


8:43 PM
სულხან წულუკიძე - შეწყვეტილი სიტყვა / sulkhan tsulukidze - shetskvetili sitkva
ქარი უხმო ქუჩებს აყრის ნოტაციებს,
ქარი ყრუმუნჯი და თითქოს ორატორი,
სხეულს რევოლვერი ოდნავ მოვაცილე
დამრჩა წამები და სუნთქვა ორადორი.

გული ვეღარ უძლებს მძიმე არითმიას,
გული უაზრობის ნისლში ჩაძირული,
მახსოვს მარტოობა ხშირად გამრითმვია,
მაგრამ არასოდეს ასე ნაძირლური -

სევდის მომეტებით - სულიც დამკარგვია,
სული არა, უფრო მისი სილუეტი,
ახლა უშეობა ალბათ თვითონ მქვია,
როცა უშენობის წამს ვერ ვიგუებდი.

სადღაც შორიახლოს შენი ლანდებია,
დგანან ნატვრის ხესთან უცხო გარინდებით,
დგანან და ვუყურებ როგორ ქალდებიან,
ახალფეხადგმული ბავშვი მარიტები.

ქუჩა აღარ უსმენს ქარის ნოტაციებს,
ქარიც აღარ არის კარგი ორატორი,
ვიღაც სიკვდილისთვის მიძღვნის ოვაციებს,
მე კი ვსიკვდილდები სიტყვით ორადორით -

............მარად მეყვარები.....................


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1567 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0