Загрузка...
სულხან წულუკიძე - დამაბრალებენ / sulkhan tsulukidze - damabraleben - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - დამაბრალებენ / sulkhan tsulukidze - damabraleben


8:44 PM
სულხან წულუკიძე - დამაბრალებენ / sulkhan tsulukidze - damabraleben
ღამე, არაყი, ზღვარი ივლება,
ახლა სიცხადეს წერენ თვალები,
შენზე ოცნებებს გადავივლებ და
-”პოეტიაო” - დამაბრალებენ.

არა, ძვირფასო, მოვრჩი, გავნელდი,
მხოლოდ შენს ხატებს ვუწერ ტროპარებს,
ლექსი კი მაშინ გადაგრანელდა,
როდესაც ღამეს ფიქრი მოვპარე -

გარდაცვალება. ხვალ რა იქნება,
ალბათ იტირებს ღმერთი ხელახლა,
იცი ძნელია იმის მიგნება,
რასაც იქ ეძებ, სადაც ვერ ნახავ,,,

არა აფსურდი, რადგან მე ასე,
ბევრი დილა და ღამე ვათიე,
ისევ ტკივილი მოდის მეასედ,
ისევ გეძახი, გთხოვ, მაპატიე!

ღამე, არაყი, უცხო სიზმრები,
კვლავ მაშინებენ მუქი თვალებით,
ვიცი, ხვალ რომ გულს ამომივსებენ
და უგულობას
დამაბრალებენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1121 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0