Загрузка...
სულხან წულუკიძე - ახლა ძნელია ვიოცნებო / sulkhan tsulukidze - akhla dznelia viocnebo - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ახლა ძნელია ვიოცნებო / sulkhan tsulukidze - akhla dznelia viocnebo


8:52 PM
სულხან წულუკიძე - ახლა ძნელია ვიოცნებო / sulkhan tsulukidze - akhla dznelia viocnebo
ვეძებ სისრულეს, მეშინია ზამთრის სიცივის,
ვიპოვო ეგებ, მერე იქნებ ჩემშიც იშუქებს,
ნუ შეიცვლები! დააკერე სახეს სიცილი,
თუ ვერ გაჩუქე რაც დაგპირდი, თვითონ იჩუქე.

შემოდგომაა, ქარებს სუსტად მოაქვთ გუგუნი,
დრო მელევა და თითქოს მძევლად ვირჩენ ნოემბერს,
არადა ბაღში ზამბახების ჩუმი სლუკუნი,
ოდესღაც ძლიერს ტრაგედიის გმირად მტოვებენ.

ვეღარ ვაგორებ დედამიწას ხელის გულებზე,
დავრჩი მცირე და სიმცირეზე უფრო მარტივი,
ახლა ძნელია ვიოცნებო გაზაფხულებზე
(ახლა ძნელია გავურითმო მარტივს - მარტივით).

თუმცა, ისევ ვწერ, დამაქვს გულით უცხო ეგზემა,
დავდივარ ასე უარაფრო ფიქრით მოცული,
უნდა შემინდო, უნებლიეთ მეწერლექსება
და რომ ლექსებით გადამქრალი შენთვის ვლოცულობ.

ვეძებ სისრულეს, მეშინია ზამთრის სიცივის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0