მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - წუთები მოჰგვანან უაზრო მინიმებს / sulkhan tsulukidze - tsutebi mohgvanan uazro minimebs
8:56 PM სულხან წულუკიძე - წუთები მოჰგვანან უაზრო მინიმებს / sulkhan tsulukidze - tsutebi mohgvanan uazro minimebs
|
წუთები მოჰგვანან უაზრო მინიმებს, ტკივილებს ფიქრებმა ტკივილი შემატეს, ამ სტროფით ვასრულებ სათქმელის მინიმუმს, ვეშვები, მოვილტვი, მოვდივარ შენამდე.
ოთახი ჩემს გარდა არავის განიცდის, მაგიდას აძინებს ზღაპრები ეზოპეს, იძინებს მაგიდა, მე ძილიც არ ვიცი, განწირულ ყვირილით ვეძახი მეზობელს.
რომელიც არ მყავს და არასდროს მყოლია, არასდროს ყოფილა სხეულთან არავინ, მინებზე მოთეთრო ათასი ზოლია, მინებზე, რომლებასაც წვიმები ბზარავენ.
მცირდება ოცნება, თან უფრო აცივდა, წუთები კვლავ ჰგვანან უაზრო მინიმებს, გაბარებს არსების უმეტეს ნაწილს და, ვიტოვებ უშენო სუნთქვების მინიმუმს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1029 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|