Загрузка...
სულხან წულუკიძე - არხოტის მკერდზე - ნინო კახიძეს / sulkhan tsulukidze - arkhotis mkerdze - nino kakhidzes - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - არხოტის მკერდზე - ნინო კახიძეს / sulkhan tsulukidze - arkhotis mkerdze - nino kakhidzes


9:01 PM
სულხან წულუკიძე - არხოტის მკერდზე - ნინო კახიძეს / sulkhan tsulukidze - arkhotis mkerdze - nino kakhidzes
არხოტის მკერდზე ჩაძინებულ სიზმრის სადარო,
მდუმარედ გიმზერ სიმაღლიდან ქისტის აულის.
მკლავზე დაწვენილ შვილთან ერთად იტევ სამყაროს,
ყველა დილას კი გადაარქვი დღესასწაული.

მზე ჩაბნელებულ ფერდობიდან ამოიწვერა,
გადაიშალა ოქროსფერი, ფარშევანგივით,
სულის ღრიჭოებს ჩაეფინა ლოცვად, სიმღერად,
მე კი არ ვიცი -რა მაფითრებს ასე, ან კიდევ

ჩემი ფიქრები ეჭვეულად რატომ შიშობენ,
როდესაც ირგვლივ სიცხადეა ყველა ოცნების,
როცა თვალები უყურებენ თვითონ ღვთისმშობელს
მარად მომღიმარს და ფერებით გასხივოსნებულს.

არხოტის მკერდზე ჩაძინებულ სიზმრის სადარო,
მდუმარედ გიმზერ სიმაღლიდან ქისტის აულის.
შენს სისპეტაკეს მე ვუწოდე მთელი სამყარო,
ყველა დილას კი კურთხეული დღესასწაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1230 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0