მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ლექსი გარეშე სათაურის / sulkhan tsulukidze - leqsi gareshe satauris
9:49 PM სულხან წულუკიძე - ლექსი გარეშე სათაურის / sulkhan tsulukidze - leqsi gareshe satauris
|
მახსოვს, როგორ მახსოვს სულში დაჰქროდი და ასე დავდიოდი შენით დაღიანი, რწმენა შეიცვალა ხალხმა აფროდიტა, ახლა თავის ღმერთად არვინ გაღიარებს.
ახლა მითებია შენი სინამდვილე, დროს რომ გაატანეს სწრაფი ვაგონებით, ვდგავარ თითქოს სვე-ბედს წერით ვიადვილებ, წერას - უნიათო უცხო შთაგონებით.
თვალწინ გაზაფხულებს ახშობს შემოდგომა, ნაცნობ ბილიკებსაც უფრო შეაციათ, მიწამ მოინდომა ჩემზე შემოდგომა მე კი თვითონ გავხდი ალიტერაცია -
უღმერთოებისა, დღეს კი შამანების ცეცხლში ვიფერფლები ჩვენ რომ ვაქრობდით და არა, აღარ მინდა, თავი დავანებე, სუნთქვაც დამავიწყდა ჩემო აფროდიტა.
ყველა მოგონებას მკერდში ჩაკერებულს, ვიხსნი, როგორც ძვირფას ოქროს ეპოლეტებს, უკვე აღარ ვიცი ასე დავბერდე თუ - გამხმარ დედამიწას ისევ ვეპოეტო...
მახსოვს თეთრად მახსოვს სულში დაჰქროდი და როგორ მომენატრე ჩემო აფროდიტა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1433 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|