Загрузка...
სულხან წულუკიძე - პირველ თოვლამდე / sulkhan tsulukidze - pirvel tovlamde - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - პირველ თოვლამდე / sulkhan tsulukidze - pirvel tovlamde


10:27 PM
სულხან წულუკიძე - პირველ თოვლამდე / sulkhan tsulukidze - pirvel tovlamde
ვხვდები თუ როგორ ცივა მთაწმინდას,
ქარია, ის კი თითქმის შიშველი,
ბათუმში გუშინ ისე გაწვიმდა,
მადამ, ქოლგამაც ვეღარ მიშველა.

ვიცდიდი, ქუჩებს ფიქრებს ვუშენდი,
ვიდექი მარტო ზართა რეკვამდე,
მერე საღამოს ალა ფურშეტზე
მადამ, ჭადრები ისე ცეკვავდნენ,

ტოტთა ნაწნავში თითქოს მოგლანდეთ
და თავხედურად გამოვესარჩლე,
შეკრთა უეცრად, მე კი ვერ დავრჩი,
წამოვედი და პირველ თოვლამდე

იქნებ გიხილოთ სადმე, ვინ იცის,
მაგ დალალების ხლართში გავება,
ისე მცირეა ახლა თბილისი,
მადამ, ნამდვილად მეცოტავება -

სათქვენოდ, თუმცა გაქრება ფითრიც,
ვიცინებთ, ვივლით, მადამ ო, რამდენს,
ვიჩქარი თქვენსკენ მანძილებს ვითვლი,
მოვასწრო იქნებ პირველ თოვლამდე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1198 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0