მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - სულში ჩაიხუტა, კოცნა პელაგიამ / sulkhan tsulukidze - sulshi chaikhuta, kocna pelagiam
10:31 PM სულხან წულუკიძე - სულში ჩაიხუტა, კოცნა პელაგიამ / sulkhan tsulukidze - sulshi chaikhuta, kocna pelagiam
|
სულში ჩაიხუტა, კოცნა პელაგიამ, წინ-წინ გაპარული ჩემი კრიმანჭული, ამ ძველ ორღობეში სუნთქვა მეკარგება, მაგრამ არ ვუშვებ და მაინც ვინარჩუნებ.
ურმის ნაანდერძალ ჭრილში სავალალოდ, მარტოდ დარჩენილი სოფლის ვედრებაა ჰოდა, გავყვები და ფიქრებს დავალაგებ - ტყიდან მოტანილი ცაცხვის ცხედრებივით.
ჰოდა, სახლშიც შევალ, გულო გაინაზე, ნუთუ დაგავიწყდა ოდა - ბელეტაჟით, იქ ხომ მირაჟებად გვიცდის აივანზე, გოგო მოვარდისფრო წითელ ბერეტაში.
სულში ჩავიხუტოთ ისე გაგიჟებით, როგორც პელაგიამ კოცნა კრიმანჭული, და თუ აბსურდია ჩვენი ნაბიჯები, მათზე ოცნებას ხომ მაინც ვინარჩუნებთ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1075 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|