Загрузка...
სულხან წულუკიძე - შემონათებიდან - შემოღამებამდე / sulkhan tsulukidze - shemonatebidan-shemoghamebamde - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - შემონათებიდან - შემოღამებამდე / sulkhan tsulukidze - shemonatebidan-shemoghamebamde


10:33 PM
სულხან წულუკიძე - შემონათებიდან - შემოღამებამდე / sulkhan tsulukidze - shemonatebidan-shemoghamebamde
შემონათება, ფანჯარასთან თვლემენ მუზები,
ბახუსი-გახსოვს გუშინ ბოლო დალიე ღმერთის,
მოხუც რადიოს ნერვებს აწყვეტს ვერდი ჯუზეპე,
ან რა აზრი აქვს, იგივეა - ჯუზეპე ვერდი.

ფხიზლდები, დგები, საწოლიდან მოგყვება კვნესა,
თითქოს თვალნაცემ ცრუმორწმუნეს სიკვდილის შიში,
საკუთარ სხეულს მარცვალივით ქუჩებში თესავ,
რომ მომავალში უცოდველი პოეტი იშვას.

მერე ქუჩებიც გიყურებენ ყაჩაღს, ნაციხარს,
არ გიკვირს უფრო გიხარია თავის პიარი,
რადგანაც გჯერა მცირე დოზით ისევ კაცი ხარ,
რომელმაც მისი უკვდავება იმშობიარა.

ასე მთავრდება არსებობის ერთი სერია,
ხვალ სხვა იქნები, პოეტი ან ცირკის მასხარა
და რაც კი ქვეყნად სისაძაგლე დაგიწერია,
თავს შეგახსენებს, როგორც ქარში მუხლის სახსარი.

შემოღამება, ფანჯარასთან ისევ მუზები,
სიფხიზლე - რაღაც წუთის უკან ახსენე ღმერთი
და მკვდარ რადიოს მიასვენებს ვერდი ჯუზეპე,
ან რა აზრი აქვს, იგივეა - ჯუზეპე ვერდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1038 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulkhan tsculukidze, poezia leqsebi, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0