მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ჟან ... (ჩემს ძმას ანდრიას) / sulkhan tsulukidze - jan ... (chems dzmas andrias)
10:28 AM სულხან წულუკიძე - ჟან ... (ჩემს ძმას ანდრიას) / sulkhan tsulukidze - jan ... (chems dzmas andrias)
|
წვიმა გადავისხი სისხლში გლიცერინად, ჟან აქ ტკივილია,ბედის პანაშვიდი. ვწუხვარ,წერილიც კი არ მიმიწერია, ცოტა მოეფერე დედას,დაამშვიდე
ახლა აფსურდია,რამე მოვახერხო, გზებზე ვხეტიალობ მარტო და რაღაცა ძალამ შემოდგომა ხეებს მოახერხა, (დედას იგინება ვიღაც არაკაცი)
რადგან გაჩენილა მხოლოდ ფორმალობად არ ღირს დამწუხრება თავის ანაგებად, და მეც საკმარისად არანორმალური ასე ვითავისებ მერე ქალაქები
წამში იმსხვრევიან,წამში შენდებიან, წამში ირევიან აის-დაისები, როცა მონატრება ცოდვის ეკლებიან, კაბას შეიმოსავს ტანზე და ისევე
წარსულს გადავისხამ სისხლში გლიცერინად. ჟან აქ ტკივილია,ბედის პანაშვიდი, ვწუხვარ წერილიც კი არ მიმიწერია, ცოტა მოეფერე დედას,დაამშვიდე
ისევ დავბრუნდები.....
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1057 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|