Загрузка...
სულხან წულუკიძე - არ იცი / sulkhan tsulukidze - ar vici - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - არ იცი / sulkhan tsulukidze - ar vici


10:29 AM
სულხან წულუკიძე - არ იცი / sulkhan tsulukidze - ar vici
არ ვიცი იქნებ მართლა გინდა რამე დაწერო,
პოეტი? არა! სტატუსებს ხომ ზევით ადგენენ,
რვეული, ვიწრო ნახაზები, თეთრი საცერი
და გინდა ასე მოიშუშო ბევრჯერ ნატკენი.

იხსენებ, მძიმე ნაფაზები ფილტვებს კუპრავენ,
ვერ მოინელე ჰიროსიმა და ნაგასაკში
იმაზე მეტი დაგეხოცა ვიდრე უბრალოდ,
შენ შეგიძლია წარმოდგენა, თან მაგ ასაკში

როცა ბავშვობას ვერ ანებებ წასვლას, ჭირვეულ
დღეებს და თითქოს შემცირებულ დროის ინტერვალს,
უშენ უზომოდ რაც ხელებში გყვება პირველი
და გინდა ბედზე ცოდვიანი კისრის მიმტვრევა

და მაინც ნუთუ რამედ ღირდა ამის დაწერა,
პოეტი არ ხარ, სტატუსებს ხომ ზევით ადგენენ,
რვეულის ვიწრო ნახაზებში სევდა გაცერი,
მაინც ვერაფრით მოიშუშე ბევრჯერ ნატკენი -

გული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0