Загрузка...
სულხან წულუკიძე - მამას / sulkhan tsulukidze - mamas - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მამას / sulkhan tsulukidze - mamas


10:30 AM
სულხან წულუკიძე - მამას / sulkhan tsulukidze - mamas
ივნისის თვეში ალიონმა ნამად დამწურა,
შენ ეს დარაჯმა მოგახარა მგონი - იურა
ერქვა და ხელი გადახვიე მამაკაცურად,
შეუსვენებლად გამოცალეთ შამპანიური

სამი თუ ოთხი, აღარ გახსოვს, ვერ დაითვალე,
კითხვით, წვალებით მოაგენი ჩვენი პალატა,
კართან ღიმილით შეგეფეთა ბებიაქალი,
გადაგეხვია და შეგმოსა თეთრი ხალათით.

სუნთქვაშეკრული შემოხვედი იქ სადაც ორნი
ვიყავით მარტო და გვეძინა ტერფებთან უფლის,
უცებ სამყარო მოგეჩვენა სხვაგვარი ფორმის
და სიხარულმა ტყვიასავით გაგიხსნა შუბლი.

ო, მერე ან კი რა აზრი აქვს რა მოხდა მერე,
ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, გვიხარია და გვიყვარს ახლაც,
ოღონდ ესაა ვერ იგუებ როდესაც წვერი,
ბავშვის საყვარელ გაღიმებას წარსულში მარხავს.

ოღონდ ესაა ვერ ვასწორებ ისე დაგრიხა
ქარმა ბავშვობა, ფიქრები კი ტკივილს მახლიან,
ხვდები რომ ერთად ვვარსებობთ და მაინც მაკლიხარ,
ხვდები რომ ბედი სულ სხვაგვარი მამაძაღლია.

და ასე ღამე არეული შეშლილის ფორმით,
პოეტის სახელს ვატარებ და ტერფებთან უფლის,
ისევ პატარა ოთახია, ვიძინებთ ორნი,
შენ გიხარია და სამყაროს გარშემო უვლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1258 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0