მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - წერილი / sulkhan tsulukidze - tserili
10:30 AM სულხან წულუკიძე - წერილი / sulkhan tsulukidze - tserili
|
აკორდი მძიმე, ფორტე და ფორტე, ოქტავის მიღმა სძინავს პიანოს, ვწუხვარ რომ შენი თითებით მორთულ დედაქალაქში დავიგვიანე.
და ალბათ არც კი მელოდი კართან, გატაცებული პეპლების ჭერით, მე მაინც მწამდა არაფრის გარდა, ყველაფერი რომ ხდებოდა ჩემი.
მე ახლაც გხედავ, თვალებით ნუკრის, ალაგებ ქალაქს, ეზოებს ვიწროს და ასჯერ დაკრულს ათასჯერ ვუკრავ, წარსულიდან რომ მომავლად გიგრძნო.
აკორდი ისევ, ფორტე და ფორტე, ოქტავის მიღმა სძინავს პიანოს, ოთახი ცელქი ნოტებით მოვრთე, (ვიცი არ მოხვალ, ისევ არ მოხვალ) მაინც არ მინდა დააგვიანო.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1013 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|