Загрузка...
სულხან წულუკიძე - con te partiro / sulkhan tsulukidze - con te partiro - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - con te partiro / sulkhan tsulukidze - con te partiro


10:31 AM
სულხან წულუკიძე - con te partiro / sulkhan tsulukidze - con te partiro
ოთახი ცივი, შენ უსმენ ბოჩელს,
საწოლთან ჩუმი ფიქრების რიგი,
ოღონდაც ჩემი წვალება მორჩეს,
მერე კი სადმე ჯანდაბის იქით
წავალ, მანძილებს გავივლი იმდენს,
რამდენსაც ადრე - ქუსლების ცვეთით,
მსურს ახლა ისე უზომოდ წვიმდე,
რომ დასაფიცად არ დაგრჩეს წვეთი
ცრემლის და შენი თითების მომგვან,
ხეებს ქუჩებში გრიგალი ტეხავს,
თითქოს მათ შორის თითები მომყვა
და ქორწილამდე მორჩენას ვეღარ
დაველოდები. მივდივარ, მივდევ
შენ ისევ გცივა, შენ ისევ ბოჩელს
უსმენ და მეც მსურს სინანულს ვწვიმდე,
რომ მეპატიოს და ასე მოვრჩე.
ახლა ამ ლექსშიც მატულობს ღმერთი,
ლექსში, რომელიც მოხვდა ხარიხას,
ანუ იმ ადგილს, ანუ იმ წერტილს,
რომლის გამოღმა სულ სხვა ქალი ხარ
ჩემთვის და ვიხსნი ყოველგვარ ნიღაბს,
ღამეა ცივი, შენ უსმენ ბოჩელს,
წავალ, ჰო წავალ, ჯანდაბის მიღმა,
ოღონდაც ჩემი წვალება მორჩეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1245 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0