Загрузка...
სულხან წულუკიძე - წერილი როის / sulkhan tsulukidze - tserili rois - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - წერილი როის / sulkhan tsulukidze - tserili rois


10:32 AM
სულხან წულუკიძე - წერილი როის / sulkhan tsulukidze - tserili rois
მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს,
სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი.
მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს,
რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის

ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროსს,
მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარად
და სიგიჟეა პოეტობა რომ დავაპირო
ქალაქში, სადაც ყველაფერი პოეზიაა.

ქალაქში სადაც წამებაა, ჰოდა მოდი შენც,
თუკი ბიჭი ხარ გადაადგი ერთი ნაბიჯი,
დაეცი? მოვა მილიონჯერ მოგიბოდიშებს
შენაც, მასაც და უსახელო ვიღაც ნაბიჭვარს

ჰგონია წერ და სირცხვილია დაძვრა კრინტისა,
ანუ საერთოდ არ გჭირდება შველა (03),
ანუ სხეულის შესამოსად კმარა სინდისი
და რჩები ასე - სანახევროდ შეუმოსავი.

როი! ღამეა, ჟარგონულად ვლანძღავ თებერვალს,
საძმო ფალანგას მოწყვეტილი სუსტი ჰოპლიტი.
მაგრამ სხეული ცოდვიანი ისე მებევრა
ვეღარ ვიხსენებ, თუ რამდენი გრამი მყოფნიდი.

ვფეთქავ ამგვარად - საკუთარი თავის მეკობრე,
უცხოდ გაფანტულ სამყაროში, უცხოდ,ზოგადი,
და მეშინია რომ ეშმაკიც დავიმეგობრე,
რადგან უღმერთოდ მენატრები, რაც კი დრო გადის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0