Загрузка...
სულხან წულუკიძე - გწერ ... / sulkhan tsulukidze - gtser ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - გწერ ... / sulkhan tsulukidze - gtser ...


10:34 AM
სულხან წულუკიძე - გწერ ... / sulkhan tsulukidze - gtser ...
გწერ,იცი სადღაც დამეკარგა სიწითლე ბავშვის,
ჩემს ნარჩენს გზებზე მეეზოვე ქალები გვიან,
და ამ ქალაქში შემორჩენილ ერთადერთ კავშირს,
სასაცილოა რომ სახელად "მწერალთა" ქვია.
გწერ,რაღაც უცხო შეგრძნებაა და ბროლის გათლილ
ჭიქიდან არყის ზეგავლენით - (ნამდვილად ღირდა)
გწერ ყოველივეს რასაც ვგრძნობდი ამ ლექსის ჩათვლით,
კაცობრიობის,უფრო ჩემი გაჩენის დღიდან.
გწერ.აჰა! ჩემი ტკივილების ათასი ტომი,
ლაგდება სულის თაროებზე, სინდისის გასწვრივ
ძნელია დავრჩე ამიტომაც სიგრძეზე ხტომით,
გადასადგმელად მომზადებულ ნაბიჯებს ვასწრებ.

გწერ. წამწამებთან მოგროვილი ოდნავი ქრისტე.... შემინახე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0