Загрузка...
სულხან წულუკიძე - მერაბ ჯიხაძეს. / sulkhan tsulukidze - merab jikhadzes. - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მერაბ ჯიხაძეს. / sulkhan tsulukidze - merab jikhadzes.


10:38 AM
სულხან წულუკიძე - მერაბ ჯიხაძეს. / sulkhan tsulukidze - merab jikhadzes.
სამყარო თითქოს მოქნეული დათვის ტორია,
და მერამდენედ აიცილე ვეღარ აჯამებ.
ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ყალბ ისტორიას,
აუქციონზე შეფასებულ ტკივილს, საჯაროდ.

ჩვენ ვიცით,თუმცა გვედარდება უკვე ნაკლებად,
რომ არწივობას აბრალებენ ყველა ღობისჩიტს,
და სანამ ღმერთი გათენებით სიკვდილს მომისჯის
მინდა ქუჩების შფოთიანი ლექსით აკლება.

აპრილიც ჩვენი დახატული წვიმით ციტირებს,
და მზეს შეჩვეულ სილუეტებს ბრაზი ერევათ,
ჯანდაბას! ძმაო, მეფეებმა უნდა იტირონ
პაიკებმა თუ შევუცდინეთ ლაზიერები.

ახლა კი ლექსიც, (ასე ვფიქრობ) გავს ისტორიას,
ღამეა, ქუჩა, ნათურები, ვერცხლის ბოძები,
ძმაო! ცხოვრება მოქნეული დათვის ტორია,
და თუ ამ ღამით შევეწირე, ნუღარ მომძებნი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0