Загрузка...
სულხან წულუკიძე - თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან / sulkhan tsulukidze - titqos dagircha kvelaferi gvian - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან / sulkhan tsulukidze - titqos dagircha kvelaferi gvian


10:42 AM
სულხან წულუკიძე - თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან / sulkhan tsulukidze - titqos dagircha kvelaferi gvian
თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან, არადა
საათების წინ დაბადებულს - სუნთქვაც გასუქებს
პასუხს - კითხვაზე, ცოცხალი ხარ? კი ან არადან
ირჩევ და მაინც ვეღარაფრით ვერ უპასუხე
უფალს, ამგვარად გეფიქრება ყველ;ა სიბილწე,
სხეულზე ეკლად დახვეული ძარღვთა სისტემა
გიმსხვრევს კიდურებს და უფალსაც მისთვის იფიცებ,
გინდა სულ ერთხელ დაიფიცოს შენზე ქრისტემაც.
რწმუნდები თვითონ ცხოვრებაა სიზმარგაუმტარ
ღამეებით რომ გაცალკევებს მრავალ ინდივიდს
შორის და შენში ცხოველივით ის ახმაურდა
რაც გახსოვს ბევრჯერ გადაყლაპე მწარე კრინტივით.
ასე თუ ისე, პოეზიის პეპლის საჭერით,
დასდევ ფილტვებში მიმოფანტულ ათას მეტასტაზს,
თითების ნელი მოძრაობით ნერვებს აჩერებ,
რომ არაფერი გემჩნეოდეს სახლში - დედასთან.
თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან, არადა
საათების წინ დაბადებულს - სუნთქვაც გასუქებს
პასუხს - კითხვაზე, გადარჩები? კი ან არადან
ირჩევ და მაინც ვეღარაფრით ვერ უპასუხე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1005 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0