Загрузка...
სულხან წულუკიძე - ალბათ! (გენრი დოლიძეს) / sulkhan tsulukidze - albat (genri dolidzes) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ალბათ! (გენრი დოლიძეს) / sulkhan tsulukidze - albat (genri dolidzes)


10:43 AM
სულხან წულუკიძე - ალბათ! (გენრი დოლიძეს) / sulkhan tsulukidze - albat (genri dolidzes)
მზე სუსტია ამ საღამოს,ზღვაც ცივია საბანაოდ,
უფერული ღრუბელი კი,ჩასუნთქვაზეც დაქანაობს
სად ხარ ახლა? შე უღმერთო, დედამიწის რომელ კიჩოს,
დედაჩემის თვალებივით მომანატრე თავი ბიჭო.

გუშინ ღამით ღმერთი ვნახე,ვუყურებდი კრძალვით ერთხანს,
მერე ადგა და კალთიდან პოეზია დაიფერთხა.
შენც იყავი დამიძახე და ველური გამხეცებით
სათითაოდ გადავყლაპეთ ის ციმციმა ნამცეცები.

სად ხარ ახლა?ლექსით ავსებ,ბედისწერის რომელ ღრიჭოს,
ქალის ცელქი ღიმილივით მომანატრე თავი ბიჭო.

ჰორიზონტზე დელფინების კოტრიალა ტაიფუნებს -
მივსდევ,წამით ნასესხები სიხარული დამიბრუნეს.
არა იქნებ ტყუილია და წამების მადაზეა,
ჩემი მთელი რეალობა - პოეტური ფანტაზია.

სად ხარ ახლა,ლამის სევდამ,გული ასად გამიხლიჩოს,
დედაჩემის თვალებივით, მომანატრე თავი ბიჭო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1157 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0