Загрузка...
სულხან წულუკიძე - ჩემ ბედს ოდნავი, ნასიცხარი სიწითლე დაკრავს/ sulkhan tsulukidze - chems beds odnavi, nasickhari sitsitle dakravs - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ჩემ ბედს ოდნავი, ნასიცხარი სიწითლე დაკრავს/ sulkhan tsulukidze - chems beds odnavi, nasickhari sitsitle dakravs


10:44 AM
სულხან წულუკიძე - ჩემ ბედს ოდნავი, ნასიცხარი სიწითლე დაკრავს/ sulkhan tsulukidze - chems beds odnavi, nasickhari sitsitle dakravs
ჩემ ბედს ოდნავი,ნასიცხარი სიწითლე დაკრავს,
როგორც ივნისში ნაადრევად შეთვალულ ჟოლოს,
მკლავდა უაზრო,აუხსნელი წარსული, მაგრამ
შენთვის არასდროს მიძებნია თავი და ბოლო
უფალო,რადგან ყრმობიდანვე მოვირგე როლი
და გულისგულში შეგინახე მეჩეთის კართან
და რადგან თითზე ჯვარდაკრული სპილენძის რგოლიც,
რაღაცა იყო სათამაშო ბეჭედის გარდა.
დღეს ყველა ბილიკს გამრუდებულს და ყველა ცხოველს,
ათასჯერ ამინ! მაცხოვარო, ეცვლებათ ნირი
და მიუტევე პაპაჩემის ხმა არის ყოველ
შეღამებისას ნასახლართან მწარედ რომ ტირის.
ჩემ ბედს ოდნავი,ნასიცხარი სიწითლე დაკრავს,
როგორც ივნისში ნაადრევად შეთვალულ ჟოლოს,
მკლავდა უაზრო,აუხსნელი წარსული, მაგრამ
შენთვის არასდროს მიძებნია თავი და ბოლო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1153 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0