Загрузка...
სულხან წულუკიძე - მე რომ ... / sulkhan tsulukidze - me rom ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მე რომ ... / sulkhan tsulukidze - me rom ...


10:47 AM
სულხან წულუკიძე - მე რომ ... / sulkhan tsulukidze - me rom ...
მე რომ არ ვიყო შენთვის ლექსებს ვინღა დაწერდა,
მაგრამ სულ მალე დამერქმება ბოროტი ზრახვა,
გაირინდები კალმახივით ცაცხვის ფაცერთან
და მერე სულ სხვა დინებების პირისპირ წახვალ...
და მერე განმსჯი, განმსჯი მხოლოდ ცივი გონებით,
მონათლავ გიჟურ გამოხტომად ღმერთთან შეფიცვას,
იტყვი, რომ დიდხანს პოეტები ხალხის მონები
გეგონა მხოლოდ და რომ თურმე ხალხის მტრებიც ვართ.
თუმცა ჯერ ტირი, ტირი როგორც ზაფხულში მზე პირს
დაიბანს ისე, სწორედ ისე წვიმისას მე რომ
გჩუქნიდი სავსე დედამიწას იმდენად ზეპირს
(სისულელეა, სირცხვილია ლექსები ვწერო),
სადღაც კი თითქმის მილეული წარსული გლოვობს,
სტრიქონიც თითქოს დედასავით გადაყვა რითმებს.
გხედავ და შენი დალალების ოქროსფერ ბოლოს,
ჩემი ან უფრო საკუთარი თავივით ვითმენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1086 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0