სულხან წულუკიძე - ლ ი ა / sulkhan tsulukidze - l i a
ლია შეხედე!ეს კადრი ნახე! გზებზე ზამთარი ამწყდარი ფლოსტით, დადის და როგორც ობოლის სახეს, სურდოდ იანვრის წვიმები მოსდის. და შენს სახესაც (ერთგვარად) უჯერს, ტკივილად შერჩა ეს კადრი ლია, თბილისში როგორ ზარავდა ქუჩებს, ხმელი ფოთლების ესკადრილია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..