Загрузка...
სულხან წულუკიძე - სამი დიეზი (მ ა რ ი კ ო ს ) / sulkhan tsulukidze - sami diezi (m a r i k o s) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - სამი დიეზი (მ ა რ ი კ ო ს ) / sulkhan tsulukidze - sami diezi (m a r i k o s)


10:51 AM
სულხან წულუკიძე - სამი დიეზი (მ ა რ ი კ ო ს ) / sulkhan tsulukidze - sami diezi (m a r i k o s)
რაშიც აქამდე მიცხოვრია მხოლოდ ეჭვია,
თითქოს ცოტა ხნით დავაღწიე თავი კატორღას,
რატომღაც მავნე ჩვევასავით გადამეჩვია
ლექსი და ჩემი პოეტობის მჯერა რატომღაც

უბრალოდ ასე მოგიყვები, ჩემი ცის კიდე,
ათიათასჯერ გაუზომავს ბედის თარაზოს,
სიკვდილ - სიცოცხლე ლექსებიდან გამოვისყიდე
და მინდა ახლა უკვდავება შემოგთავაზო.

და მინდა ახლა ჩამოვიხსნა ყველა ნიღაბი,
რადგანაც წითელ უდაბნოში ყველა ხუნდება,
მე მე აღარ ვარ,ვიყავი და რაც კი ვიყავი,
იანვრის დღეებს დაემატა რაღაც წუტებად.

ვერ გამიგებდი! ეს ტკივილიც ჩაენაცრება,
სულ სხვა ტკივილებს,სულ სხვა ლექსებს, ჯერ არ დაწერილს,
იცი ტანჯვაა, წამებაა ჩემი გაძლება
და ისიც კარგო, აქამდე რომ ვეღარ გაძელი.

სწორედ ამიტომ, უყველაფრო ვსაუბრობ დიდ ხანს,
უსახური და ჩახლეჩილი როგორც რადიო,
სწორედ ამიტომ შემიძლია მიყვარხარ გითხრა
და საკუთარ თავს, ეს სიტყვები არ ვაპატიო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1360 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0