Загрузка...
სულხან წულუკიძე - ლ ი ლ ე (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - l i l e (marikos) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ლ ი ლ ე (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - l i l e (marikos)


10:53 AM
სულხან წულუკიძე - ლ ი ლ ე (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - l i l e (marikos)
ბევრი რამ გულში ჩავიკალით,მარტივად დავთმეთ,
ბევრი რამ ქარებს გავაყოლეთ, წარსულის ჩრდილებს,
სულ მალე ათვლას დავიწყებთ და სულ მალე ცხრა თვეს,
ცხრა ანგელოზის ნაოცნებარს დავარქმევთ ლილეს.

ამ ბოლოს ფიქრი მამობაზე სიცოცხლეს მიზრდის,
სულში მაცხოვრის ნაწილაკად შერჩენილ ზომას,
ხანდახან თვალებს დავხუჭავ და მგონია მისთვის,
ბარბი და ტკბილი შოკოლადის კარაქი მომაქვს.

შენ კი კარებთან მელოდები,ხელებზე მკოცნი,
ჰო! შენ ყველაზე უკეთ იცი ყველაფრის ფასი,
და მერე მუხლებს (ახლა უკვე) შვებისთვის მოცლილს,
ჩვენი პატარა ონავარი,ხალივით აზის.

მიყვარხარ! როგორც არასოდეს მიყვარდი… ახლაც,
აი ამ წამსაც შემიყვარდი უღმერთოდ რადგან,
რაც კი რამ ცები ამივლია ერთი ცით მაღლა,
შენ ხარ და შენი სიყვარულიც გვირგვინად მადგას.

ბევრი რამ გულში ჩავიკალით, მარტივად დავთმეთ,
ბევრი რამ ქარებს გავაყოლეთ, წარსულის ჩრდილებს,
სულ მალე ათვლას დავიწყებთ და სულ მალე ცხრა თვეს,
ცხრა ანგელოზის ნაოცნებარს დავარქმევთ ლილეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0