Загрузка...
სულხან წულუკიძე - მარიამს / sulkhan tsulukidze - mariams - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მარიამს / sulkhan tsulukidze - mariams


10:54 AM
სულხან წულუკიძე - მარიამს / sulkhan tsulukidze - mariams
შენ ახლა მთიდან მოვარდნილი გრიგალი გართობს,
მუხლებთან ჯერ არ ახდენილი ოცნება გიზის,
არ მინდა მორიგ გაზაფხულსაც ვიარო მარტომ,
და არც ის მინდა დედოფალი მოვტაცო ქიზიყს.

ტკივილი რაღაც უცნაური სურვილით მდაღავს,
თითქოს ლექსებმაც მიმატოვეს ამ ცეცხლის შუა,
ცოტაც და ცოდვას დავაპირებ,ცოტაც და აღარ
დამიშლის თითქმის სიგიჟემდე შემცდარი ჭკუა.

რომ ყაჩაღივით გავერიდო საკუთარ სინდისს,
და რომ გამჩენი შევუკურთხო ქვეყანას მწარედ.
მერე საწოლთან მოგეპარო ვით ღამის ბინდი,
შემოგახიო გულისპირზე შებმული მთვარე.

და თუკი ჩემმა უთავბოლო სევდამაც იკლო,
ვიპოვი იქნებ სამართალსაც, ჯავრი მკლავს მისი.
შენ ახლა ზიხარ,საპატარძლო კაბაზე ფიქრობ,
მე კი ვერ ვბედავ დედოფალი მოვტაცო ქიზიყს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0