Загрузка...
სულხან წულუკიძე - მე ახლა გიწერ, ლექსებს გიწერ ... / sulkhan tsulukidze - me akhla gitscer, leqsebs gitser ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მე ახლა გიწერ, ლექსებს გიწერ ... / sulkhan tsulukidze - me akhla gitscer, leqsebs gitser ...


10:55 AM
სულხან წულუკიძე - მე ახლა გიწერ, ლექსებს გიწერ ... / sulkhan tsulukidze - me akhla gitscer, leqsebs gitser ...
მე ახლა გიწერ,ლექსებს გიწერ,შენ იცი თან არც.
წლები ბანქოში მოგებული ფულივით ვხარჯე,
ახლა კი როცა ყელზე მადევს სიცრუის დანა,
მინდა საკუთარ ტყუილთან რომ მართალი დავრჩე.
სულ სხვა ფასი აქვს ამ ბოლო დროს ყველაფერს ხედავ?
წიგნებს,მეგობრებს, გამოგზავნილ ლობიოს კონსერვს,
და რომ საღამოს აღარ მოდის,აღარ ჩანს დედა,
როგორც ეს მარტი ვეღარაფრით მოვიდა გონზე.
და სულთან ბევრჯერ აუხსნელი სიზმრები დგანან,
ყოველთვის პასუხს ვერ მოიტანს შეკითხვის კოკა,
მე ახლა გიწერ,ლექსებს გიწერ,შენ იცი ან არც,
მაგრამ ყველაფრის გასაგებად საკმაო დრო გაქვს,
საკმაო აზრი,შეაფასო რა ხდება ირგვლივ,
როცა თვალებზე იებივით წამწამებს ხუჭავ,
როცა ქუჩაში ვსეირნობთ და აშკარად გიკვირს,
ქუჩაში ჩვენ ვართ შეშლილები,თუ ჩვენში ქუჩა
ან სხვამ რა იცის,რანაირად მიყვარხარ თანაც,
როდესაც მხოლოდ facebok-ზე უნახავთ ფოტო,
მე ახლა გიწერ,ლექსებს გიწერ,შენ იცი ან არ,
გარედან როგორ ვიყინები,შიგნით რომ მოთოვს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0