Загрузка...
სულხან წულუკიძე - უბრალო ამბავი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - ubralo ambavi (marikos) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - უბრალო ამბავი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - ubralo ambavi (marikos)


10:56 AM
სულხან წულუკიძე - უბრალო ამბავი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - ubralo ambavi (marikos)
მე გითხარი რომ შენ ხარ ჩემი ჩიტი, ნიბლია,
(ამბობობენ თურმე ლამაზია, აბა რა ვიცი?!)
ამ შემთხვევაში სიტყვებს უფრო მეტი ხიბლი აქვთ,
და უფრო მეტი უფლება აქვთ გითხრან თავისით,

ის თუ როგორი ტკივილია ბედთან ნათლობა,
ისიც რომ შენი თმები ღმერთის ანაბეჭდია,
მე ახლა მხოლოდ იმის გამო მეთქმის მადლობა,
რომ გსურდა ყველა სხვა ღვთაება გადაგეჩრდილა

ჩემში, სხვაგვარი წუხილია,სულთან გაყრილი,
დღეები მეჩხრად შემორჩენილ ზამთარს რიყავენ,
ღმერთს, ამ წელიწადს, მერამდენედ მოჰყავს აპრილი,
(სასაცილოა) ჯერ ცოლადაც ვერ მოგიყვანე

მე და მინდება გულთან შენი გული მივიდო,
თმები ხომ, შენი თმები ღმერთის ანაბეჭდია,
შენ მოევლინე ამ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩემში ყველა სხვა ღვთაება გადაგეჩრდილა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0