Загрузка...
სულხან წულუკიძე - ასრულდა... / sulkhan tsulukidze - asrulda - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ასრულდა... / sulkhan tsulukidze - asrulda


10:58 AM
სულხან წულუკიძე - ასრულდა... / sulkhan tsulukidze - asrulda
ასრულდა... ისევ დავუბრუნდით ერთმანეთს მტკვარო,
ასრულდა... ასე უარაფროდ საკუთარ იღბალს
მივყვები შორს და შეიძლება უბრალოდ ვთქვა, რომ
ბედმა ცხოვრება სულ სხვაგვარი ფერებით ნიღბა.
ვიდრე გვინდოდა, ვოცნებობდით და ვიდრე გვსურდა,
ვერც ეს ქალაქი ვერ ეღირსა სასურველ ტკბილ ძილს,
გვახრჩობს ყულფივით მოჭერილი ხელები სულთან!
ხელები ღმერთო! ბინძური და ხელები ბილწი.
ვერაფრით ვამბობ, ტკივილს მაინც დუმილი უჭირს.
აკლიათ სითბო ღრუბლებისკენ გაფანტულ კოცნებს,
რადგანაც პოეტს, ორიოდე ქართული ქუჩის
იტალიური ეზოები გიდგანან მოწმედ...
რომ ყველაფერი ტყუილია, უაზრო დავა,
დიდება, ვაშა, შეძახილი - ერი ჰა... აი
სულისშემძვრელი რეალობა და ჩემო თავო
რა გეშველება, სულელივით მღერიხარ მაინც.
რას ვიზამთ, ისევ დავუბრუნდით ერთმანეთს მტკვარო!
ქალაქში ცივა. გათოშილი ჯიბეში ვიყოფ
ხელებს და მინდა უკნასკნელ სიმღერად ვთქვა, რომ
მსურს შენს ნაპირებს შეხიზნული პოეტი ვიყო...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1066 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0