Загрузка...
სულხან წულუკიძე - მარიკოს - მეწვის უშენობა ... / sulkhan tsulukidze - marikos - metscvis ushenoba ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მარიკოს - მეწვის უშენობა ... / sulkhan tsulukidze - marikos - metscvis ushenoba ...


11:01 AM
სულხან წულუკიძე - მარიკოს - მეწვის უშენობა ... / sulkhan tsulukidze - marikos - metscvis ushenoba ...
მეწვის უშენობა,თუმცა ჯობია რომ...
ჯობდა არაფერი მეთქვა.
ღამე გამთენიას ისე მშობიარობს
მთვარე დატრიალებს,ბოლთას
სცემს და პალატიდან ღრუბლის პალატიდან,
ძვრება მშობიარე ცოლთან.

მე კი გადამღალა ბედთან ომობანამ,
(როგორ მეშინია ზოგჯერ.)
და თუ პოეზია ავადმყოფობაა,
მინდა თეთრებივით მოგრჩეს,
ის რაც სიყვარულით გულთან მიგიშენე,
ის რაც გამოვხატე ღიად,
რადგან სიყვარულს და რადგან სიგიჟეებს,
მხოლოდ პოეზია ჰქვია.
ალბათ ექიმი ვარ, ღამე განათევი,
თანაც შემიყვარდი ისე,
თითქოს გაცდენილი სკოლის საათების
ცნობას,ლექსებიდან გიწერ.

მეწვის უშენობა თუმცა ჯობია რომ....
ჯობდა,არაფერი მეთქვა.
ღამე გამთენიას ისე მშობიარობს,
რაღაც უსაშველო სევდა
მჭირს და ფანჯრებიდან,ჩემი ფანჯრებიდან,
ჩუმად ვიპარები შენთან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0