Загрузка...
სულხან წულუკიძე - მარიკოს - იტყვი რომ მოგწონს ... / sulkhan tsulukidze - marikos - itkvi rom mogtsons ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მარიკოს - იტყვი რომ მოგწონს ... / sulkhan tsulukidze - marikos - itkvi rom mogtsons ...


11:02 AM
სულხან წულუკიძე - მარიკოს - იტყვი რომ მოგწონს ... / sulkhan tsulukidze - marikos - itkvi rom mogtsons ...
იტყვი რომ მოგწონს,მაგრამ არც ისე
მოგწონს და წყეულ სიტყვებს გაწელავ,
ანდა რა იყო ამ ხნის მანძილზე,
ორი კინკილა ლექსის დაწერა....

მერე კი მივა,ვიღაც იყიდის,
ამ (მაინც) ლამაზ კაბას ცოლისთვის
და რჩები გუნდის წევრი რიგითი,
ერთ დროს იმავე გუნდის სოლისტი.

უცნაურია, დრო მოწიწებით
გეპყრობა,დგახარ ასე ირიბი,
უცნაურია, რომ ოცი წელიც
ვეღარ მოჭამე მიწას ჭირივით.

უხმოდ გაჰყვები, ძმობას გაუწევ
დუმილს და სიტყვებს აღარ გაწელავ,
მაინც რა იყო, ჩვენს სიყვარულზე,
ორი კინკილა ლექსის დაწერა,

რადგან თაიგულს ვარდებს უქებენ,
არა ბალახებს, ხმელს და უცინარს,
მაგრამ ეს არის რისი ჩუქებაც,
შენთვის შემეძლო დღეს და უწინაც.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1265 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0