Загрузка...
სულხან წულუკიძე - მარის - კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს ... / sulkhan tsulukidze - maris - kargia poets fantaziis unari tu gaqvs ... - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - მარის - კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს ... / sulkhan tsulukidze - maris - kargia poets fantaziis unari tu gaqvs ...


11:04 AM
სულხან წულუკიძე - მარის - კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს ... / sulkhan tsulukidze - maris - kargia poets fantaziis unari tu gaqvs ...
კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს,
მე ყოველ ღამით მივუყვები ღრუბლის ხარაჩოს
ცისკენ და დედა, როგორც მთვარე კარების უკან
ჩემს (ამ ბოლო დროს გახშირებულ) წუხილს სდარაჯობს.

მგონია ზოგჯერ, როცა სულზე რკალად მევლები,
გიჭირს გაგება, ბედმა დღემდე როგორ მაგროვა,
რომ ეს ლექსებიც შენთვის, თორემ ჩემი ცრემლები
არ კმარა მხოლოდ ერთი ცოდვის გამოსაგლოვად...

მარ, აქ ისეთი სიცივეა - სუნთქვას ამდორებს!
მარ, მეც უბრალოდ სიზმარი ვარ, ოღონდ სამხრეთის
ცხელმა ქარებმა მომიტანეს, შენში დამტოვეს
და მაპატიე, სხვანაირად ვერ გავამხელდი,

ვერ გავამხელდი, სიყვარული ისეთიც კია,
კარგია, ზოგჯერ სიძულვილის უნარიც თუ გაქვს,
და რომ სახელიც შეიზიზღო - რომელიც გქვია,
როცა მაჯებზე გადასერილ ძარღვების რუკას

მიჰყავხარ რაღაც სიკვდილამდე, იქ სადაც კარნახს
აღარ ენდობი გულისას და დასასრულს ეძებ,
იქ, სადაც ერთი გაფიქრების უფლებაც არ მაქვს
შენზე... შვილებზე... სამშობლოზე... მით უფრო ღმერთზე...

კარგია პოეტს გადარჩენის უნარიც თუ გაქვს,
უფრო მარტივად ეგუები ყოველგვარ ლოდინს
და იმ ბილიკზე პილიგრიმებს მოვყვები უკან,
რომელიც ტაძარს სცილდება და შენ
ამდე მოდის...

ს. წულუკიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1171 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0