უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი ქარი,რომელიც შემოდგომას სიზმრებს უფლითავს, მე ყოველ დილით ვიღვიძებ და გეძებ ბრმასავით, რადგანაც პირჯვარს ვიწერ მხოლოდ შენი შუბლიდან.
ოთახი ჩემი ოცნებების არის საძვალე, ღიმილით მხოლოდ უხარისხო ნიღაბს ვიზომავ, და ამ ოთახში რა ხანია კედლებს აწვალებს, ჟანგბადისა და სურათების უკმარისობა.
არადა ეშმაკს აღარ ერქვა (მახსოვს) ეშმაკი და ღმერთიც აღარ მეპყრობოდა იმ დროს ღმერთივით, როცა მძინარეს გიყურებდი. შენით შეშლა კი იქნება ჩემი პოეტური ყოფის წერტილი.
და ახლა ისღა მეფიქრება როგორ ვცდილობდი, ყველა ტაეპი კრიტიკოსთა კილვას შემება, თავს კი ვიმშვიდებ ერთადერთი ზუსტი პირობით, რომ სიყვარულზე ცუდი ლექსი არ იწერება.
უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი ქარი,რომელიც შემოდგომას სიზმრებს უფლითავს, მე ყოველ დილით ვიღვიძებ და გეძებ ბრმასავით, რადგანაც პირჯვარს ვიწერ მხოლოდ შენი შუბლიდან.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..