Загрузка...
სულხან წულუკიძე - რა გითხრა?! / sulkhan tsulukidze - ra gitkhra?! - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - რა გითხრა?! / sulkhan tsulukidze - ra gitkhra?!


11:06 AM
სულხან წულუკიძე - რა გითხრა?! / sulkhan tsulukidze - ra gitkhra?!
მკითხე და პასუხს ვერ მიიღებ რაზეც იკითხე,
რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის სურვილი!
რა გითხრა?! ისევ პოეტი ვარ და ვგრძნობ, დღითიდღე
სამყარო როგორ მიფეთქდება ფეხქვეშ ჭურვივით.

რა გითხრა?! ისევ მენატრება ჩემი ორკარა
ქოხი, ბაღი და საღამოთი მურას აშვება,
ახლა კი, სახე არეული ღმერთებს მოვგავარ
ხეებისგან რომ გამოთალეს ინკა ბავშვებმა.

რა გითხრა?! როცა გველეშაპად სულის არათითს
აზის ცოდვა და სიბინძურე რგოლის ბეჭდებად,
აქ ყველგან ბრბოა და სიკვდილი „როგორ არა“-თი
არის პასუხი, ვინც უკუღმა ჯორზე შეჯდება.

რა გითხრა?! ახლა შიშველი ვარ, ჩემი სირცხვილიც,
ვნების ქარებით გადამალა ყველა ლამაზმა,
და შევრჩი მიწას, როგორც მარხვას კენტი რიცხვივით,
ათ წელში ერთხელ რომ ემთხვევა მოსულ რამაზანს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1173 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0