მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - გელინო (აჭარულ კილოზე) / sulkhan tsulukidze - gelino (acharul kiloze)
11:10 AM სულხან წულუკიძე - გელინო (აჭარულ კილოზე) / sulkhan tsulukidze - gelino (acharul kiloze)
|
ჩალით სავსეა მერეგი, მიმინო ცაში სეირნობს, აკვანს მიხედე მერე კი, გვერდზე მოგვიჯექ გელინო.
ნახე სირთების გადაღმა, ჩვენი მიწები მთავრდება, ჰოდა იმღერე ხმამაღლა, იქ დედეს გუუხარდება.
იტყვის მომესწრო ბიჭები, შეკრთება, გაფაციცდება, რომ კიდევ დააბიჯებენ, შენფერი ყირმიზ-ციცები.
გელინო ჰოდა იმღერე, იმღერე დუშმნის ჯინაზე, ყელი შველივით იღერე, ნუღარ იფიქრებ იმაზე -
რაც იყო, და ნურც შეგრცხვება, ქალი ხარ ღრუბლის ნაჭარი, გიზგიზებ მადლის ცეცხლივით, გამათბობელო აჭარის.
სავსე მაქვს გულის მერეგი, ცაში მიმინო სეირნობს, აკვანს მიხედე, მერე კი, გვერდზე მოგვიჯექ გელინო
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1704 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|