Загрузка...
სულხან წულუკიძე - შემოაბიჯე (მარის) / sulkhan tsulukidze - shemoabije (maris) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - შემოაბიჯე (მარის) / sulkhan tsulukidze - shemoabije (maris)


11:11 AM
სულხან წულუკიძე - შემოაბიჯე (მარის) / sulkhan tsulukidze - shemoabije (maris)
ამ ახალი წლის მეორე დღეს თხუთმეტ იანვარს,
ბედობაა და მეფიქრები, (ანუ გიბედებ)
ოთახის თეთრი კარებივით თითქმის ღია ვარ,
და იმედები მიმართლებენ თვითონ იმედებს.

გიყვები, მინდა დავივიწყო ყველა ცინიზმი,
რომლითაც მთელი დედამიწა გაერთიანდა,
მე კი მარტო ვარ შენს წინაშე და შენს პირისპირ,
ჩემი ლექსების უსიცოცხლო პლანეტიანად.

მე კი მარტო ვარ. ღმერთო ჩემო! ისე მარტო ვარ,
წარსული ცრდილობს გამახსენოს, მიქნევს მკვდარ ხელებს,
რომ ჩემი სული ლადოქარმა მოალადოვა,
და ყველა შენი სიყვარულის სტრიქონს ვახველებ.

რომ ეს არ ნიშნავს მარტო ყოფნას, წყეულს, საზიზღარს,
რომ საქართველოს საქართველოდ აღარ ვეთვლები,
და თუკი ჩემი დაბადება გადაავიწყდათ,
მე შენს თვალებში ავიშენე ჩემი ბეთლემი.

ამ ახალი წლის მეორე დღეს, თხუთმეტ იანვარს,
ასე არასდროს მყვარებია შენი თავი ჯერ,
ოთახის თეთრი კარებივით თითქმის ღია ვარ,
მენატრები და გელოდები, შ ე მ ო ა ბ ი ჯ ე !


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1261 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0