Загрузка...
სულხან წულუკიძე - ალბომი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - albomi (marikos) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ალბომი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - albomi (marikos)


11:20 AM
სულხან წულუკიძე - ალბომი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - albomi (marikos)
ქარია ცის და დედამიწის გზაგასაყარზე,
მალე ამინდი უხარისხო წვიმას მოროშავს,
დიდი ხანია გასული, რაც ლექსებს აღარ წერ,
დიდი ხანია ჩემს თვალებში ხედავ ბოლოჟამს...

და ვხვდები კიდეც გეშინია, ვხვდები განიცდი,
რომ ჭიასავით წამომაგებს ბედი ნემსკავზე,
მე კი მესმის და როგორ გითხრა, უკვე არ ვიცი...
ის რომ ყველაფრით, ტკივილითაც მე დამემსგავსე.

აქ ახლა შენი ალბომია, სკოლის ასაკის,
გიყურებ, გღლი და ლაპარაკით გაცლი არაქათს,
დღეს მხოლოდ თვალებს თუ შემორჩა მისი ნასახი,
ღმერთო რა ნაზი, კოპწია და რა პატარა ხარ...

ვპატარავდები მეც შენსავით, უკვე დამცინი,
და შენს მეგობრებს ყოველ დილით ლექსებს ვუზიდავ,
ლექსებში გიხსნი ცოლშვილმკვდარი ქვრივი კაცივით,
რომ სულ შემთხვევით მეზობელი ავტობუსიდან

დაგინახეთ და მაპატიეთ ეს სითავხედე,
ჩემო თბილო, ან დედოფალო, თუნდაც ლამაზო,
ჩემს გარეგნობას ნუ აფასებთ, სულში ჩამხედეთ,
იქ ნახავთ გულის აიზბერგებს, გრძნობის ამაზონს,

რომელმაც სულ მთლად დაიმონა ჩემი არსება,
დავდივარ როგორც მოლანდება, როგორც ფიტული,
სიტყვა "ფიტული" გეზედმეტა, თუმცა ფრაზებმა
გააკრიალეს შენში ზეცა გადაბინდული...

მერე შენ დედა გირეკავს და... ახლა სამ წერტილს
ვჯერდები, თანაც სინანულის ფიფქმა მოთოვა,
გეფიცები რომ ვაგრძელებდი, კიდევ დავწერდი,
მაგრამ ეს უკვე შენს ალბომში ბოლო ფოტოა...

ვიცი ეს ლექსიც გაანათებს ამდენ უმზეო
დღეს და ღამეებს, მონატრების მტვერში აზელილს,
და შენში სუსტად ატირდება როგორც უმწეო,
საკლასო ოთახს აცდენილი პირველკლასელი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




ნანახია: 1124 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0