Загрузка...
სულხან წულუკიძე - ჩემს ძმას ანდრეას... (ლექსი N2) / sulkhan tsulukidze - chems dzmas andreas ... (leqsi 2) - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ჩემს ძმას ანდრეას... (ლექსი N2) / sulkhan tsulukidze - chems dzmas andreas ... (leqsi 2)


11:21 AM
სულხან წულუკიძე - ჩემს ძმას ანდრეას... (ლექსი N2) / sulkhan tsulukidze - chems dzmas andreas ... (leqsi 2)
ახლა ვარ თითქოს მშობლიური კერის ტუსაღი,
საბნის მაგივრად მოხურული შენი პალტო მაქვს,
მაინც რაგვარად გაგიმართლა შე ყურმუსაღო,
ჩვენში პირველი შენ გაისვრი ნამდვილ ავტომატს.

ახლა ვარ... თითქოს სინანულის რბილი წვიმა ვარ,
მოსული დედის სანუგეშოდ,როგორც უსტარი.
სირცხვილი! რით ვერ მოგისწარი ჯარში მიმავალს.
სირცხვილი! ღამის მატარებელს ვერ მივუსწარი.

ქუჩაში გარბის შემოდგომა, აღარ აყოვნებს,
შენსავით ბაძავს ოქტომბერი რიგით ფორესტ გამპს,
მე კი არ ვიცი რაღა ვუყო, შევინახო თუ
ღია ფანჯრიდან მოვისროლო შენი "პოვესტკა".

რადგან როგორც ვთქვი ტუსაღი ვარ და ვარ შაჰიდი.
თავსაც მოვიკლავ უსათუოდ, დაუფიცებლად,
რადგან ჩვენ ჩვენმა საქართველომ უკვე გაგვყიდა
და დაგვამთქნარეს ცოფიანმა ჰაუბიცებმა.

როგორც სოხუმი,როგორც გაგრა, როგორც ბიჭვინთა.
ოჩამჩირესთან თუ ფერდობზე დაწვა გუმის მთის
ოცი წლის წინათ, სულ ოცი წლის ბავშვი ბიჭი და
აქ გუშინ წინაც კითხულობდნენ - რისი გულისთვის???

თუმცა სამშობლო სამშობლოა, ცოდვას გამხელა
უნდა რომ მერე პირნათელმა ცამდე იარო.
სიცოცხლე? უნდა დაივიწყო ჩემო ტანხმელავ,
ქრისტეს მცველად რომ გაღიაროს საქრისტიანომ.
. . .
ახლა ვარ... ახლა სინანულის სუსტი წვიმა ვარ,
მოსული დედის სანუგეშოდ, როგორც უსტარი.
შემინდე! რით ვერ მოგისწარი ჯარში მიმავალს,
ბოდიში! ღამის მატარებელს ვერ მივუსწარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2358 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0