Загрузка...
სულხან წულუკიძე - ბაკურ გაბუნიას / sulkhan tsulukidze - bakur gabunia - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ბაკურ გაბუნიას / sulkhan tsulukidze - bakur gabunia


11:22 AM
სულხან წულუკიძე - ბაკურ გაბუნიას / sulkhan tsulukidze - bakur gabunia
აქ, ამ ქალაქში დაამწყვდიეს ის (ჩვენი) ღმერთი,
თვალებიდან რომ მოსდიოდა ცრემლების წვიმა.
მოგონილია დედამიწის სიმრგვალე ჩვენთვის,
რომ არ გავიქცეთ რომელიმე კუთხიდან ჯიმა!
დრო მიდის, წლებს კი სინანულით ახურავ სარქველს
და ამ უფლისგან მონიჭებულ ძალას თუ წყევლას,
დროდადრო ლექსებს,გამოუცნობ სახელებს არქმევ,
ასე ხომ უფრო ადვილია გაიგონ ბევრად.
რომ გინდა თავი დაგანებონ,მოგშორდნენ ზოგჯერ.
რომ გინდა სულზე აიფარო ფოთლების დასტა.
რომ სულიც გინდა რამდენიმე თეთრივით მოგრჩეს.
რომ ძველი სახე გემჩნეოდეს სახეზე დასთან
ბრუნდები როცა.ლიხს იქით კი სახლია შენი,
სოფელი,შუკა,წისქვილი და მელიის სორო,
წყურგილე,სკოლა,მოედანი.ვერაფრით შველი,
იმას რომ უკვე ოთხი წელი კოშმარში ცხოვრობ.
იხსენებ,როცა ოდის პირას თხილის ჯოხს თლიდი,
წელიდან რომ არ იშორებდი ბაბუის ჯაყვას,
რომელსაც წყეულ სამარეში ძალიან დიდი,
დარდი და შენი ვერგანცდილი ბავშვობა ჩაჰყვა.

და თვალწინ ახლა არც კი იცი როგორი ღმერთი
წვიმს და უბრალოდ ეგუები,ეჩვევი იმას,
მოგონილია დედამიწის სიმრგვალე ჩვენთვის,
რომ არ გავიქცეთ რომელიღაც კუთხიდან ჯიმა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1147 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0