Загрузка...
სულხან წულუკიძე - ტბა / sulkhan tsulukidze - tba - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ტბა / sulkhan tsulukidze - tba


11:24 AM
სულხან წულუკიძე - ტბა / sulkhan tsulukidze - tba
მე ვარ ეული, კეთროვანი, მქვია წარსული,
ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ.
და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი,
ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო.

მერე კი წყალში ვიხედები, ტბას არ ანცვიფრებს,
სახეზე კეთრი, და ნაკვთების ასიმეტრია,
სწორედ ამიტომ აქვე ვცხოვრობ, პირას ამ ტბისვე,
დაახლოებით ჩემს ქოხამდე ასი მეტრია.

ტბა გულწრფელია, და ყოველთვის ცდილობს მიმეკრას
სულზე, წამით რომ დამავიწყოს ყველა ეტაპი
წარსულის, მძიმე, რომელსაც მე ისე ვირეკლავ,
როგორც ცხოვრებას ზედაპირულს, რომლის ზედაპირს

თქვენ ალამაზებთ პოეტები, ხელოვანები...
ახირებული ხასიათით, ცუდი ჩვევებით,
მოხეტიალე აჩრდილები, მხოლოდ თავნება
კაპიტნები და არასოდეს მენიჩბეები!

ერთ დროს ტბა უფრო დიდი იყო, სავსე იხვებით,
ჰქონდა ზღაპრული სილამაზე, რიწის, ფარავნის
მსგავსი. ამბავი, რომელსაც მე ახლა გიყვებით,
ცოტამ თუ იცის, ან საერთოდ იცის არავინ...

ტბა ივსებოდა მნახველებით, კვირის მილეულს,
მის ერთ ბოლოში ხიდი იყო, იქვე ბებია
ყიდდა ფუნთუშებს, ორცხობილებს, ათას ტკბილეულს,
ჩემი ფიქრები დღემდე იმით იკვებებიან...

ის დღე არ იყო წვიმიანი, და არც უმზეო,
არც ქარიშხალთა შემზარავი ხმა არ ისმოდა,
მღვრიე მორევში ჩაიძირა ბავშვი უმწეო,
რომლის თვალებში ჩაიძრა მარადისობა.

და ყოველი წლის, ყოველ იმ დღეს თეთრი სინათლე,
აფეთქების თუ ამოფრქვევის მსგავსი ანთება
ყველა სულიერს ეზიდება, ტბისკენ მიათრევს,
და წამიერად იკარგება, უჩინარდება.

ხშირად ათასი წელი არის ერთი წამიც კი,
ყველა ზომის და ყველა ჯიშის თევზი ნემსკავზე,
უჰაერობას ერთნაირი ზომით განიცდის
ჩვენ თვითმკვლელობა ვერ შევძელით, ვერ დაგემსგავსეთ...

მე ვარ ეული კეთროვანი, ვინმე ავსული,
ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ.
და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი,
ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1326 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, სულხან, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0