Загрузка...
სულხან წულუკიძე - ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ / sulkhan tsulukidze - vtser da sisveles vegharafrit veghar vpatiob - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ / sulkhan tsulukidze - vtser da sisveles vegharafrit veghar vpatiob


11:25 AM
სულხან წულუკიძე - ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ / sulkhan tsulukidze - vtser da sisveles vegharafrit veghar vpatiob
ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ
ამინდს რომელსაც აღარ შერჩა ძალა გამოდრის,
ამ დროს გიჟი თუ მოისურვებს ჩართოს რადიო,
რადგან წერა და სიყვარული აღარ გამოსდის
გათენებამდე უსაშველოდ მთვრალმა deep purple-ის"
"child in time" მოუსმინოს ვინმე ქართველის
შესრულებით და ნამწვავებით სავსე საფერფლეს
ელაპარაკოს სიყვარულზე,ფეხით გათელილ,
ყველაგზამოჭრილ სიყვარულზე....
მე ასე ვცხოვრობ.
კედლის ხალიჩას ვუსახსოვრე მეომარივით,
ჩემი ფრანგული,ჩემი გორდა,ჩემი სიათა,
ყველაზე ყალბი პოეზია პოეზიათა
შორის ეს გზაა,ჩემი გზაა და მე არ ვივლი
ამ გზაზე,ჯობდა საკუთარი სისხლი მეწოვა,
ცეცხლმოკიდებულ საგულეში როცა მეწვოდი,
და რადგან ახლაც მეწვება და ერთი ბეწოა
გული,ყოველდღე მითავდები ერთი ბეწოთი.
ქრის ქარი,სულაც აღარ მტკივა,ქარში რაც ისმის,
მე აქ ვარ-შიგნით,ჩემს ოთახში,გარეთ ქარია.
ისე მახრჩობს და ერთდროულად მხიბლავს რასიზმი,
რომ ვეღარ ვიტან შემოდგომას ფერადკანიანს
და უთავბოლოდ უმწეო ვარ,როგორც ამინდი
რომელსაც თითქმის აღარ შერჩა ძალა გამოდრის,
შენ კი... შენ უნდა მაპატიო,უნდა შემინდო
რომ სიყვარულიც წერასავით აღარ გამომდის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1124 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0