Загрузка...
სულხან წულუკიძე - შენთვის ... მაპატიე! / sulkhan tsulukidze - shentvis ... mapatie! - 7 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 7 » სულხან წულუკიძე - შენთვის ... მაპატიე! / sulkhan tsulukidze - shentvis ... mapatie!


11:28 AM
სულხან წულუკიძე - შენთვის ... მაპატიე! / sulkhan tsulukidze - shentvis ... mapatie!
ისე მაგიჟებს მოძრაობა, ხალხი, ვაგზალი,
ასე მგონია ბროდვეია, თაიმსკვერია -
თბილისი. მე ჩემს მყიფე ფიქრებს
ვერსად ვაგზავნი,
დაიმსხვრევიან!
აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე
შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა,
უკანასკნელად გეხვეწები,
გთხოვთ მადმუაზელ
ne me quitte pas!
გრძნობ? მეტისმეტად მივეკედლე სენტიმენტალიზმს,
წლები კი ქარში ღრუბლებივით დაფრთხნენ, აიმღვრნენ
და ვხვდები ახლა კალამია მძიმე მეტალი,
რომელსაც შუბლთან მივიდებ და ვისვრი!
გავიხვრეტ!

..............................................................................................

ხშირად ვიხსენებ სიყმაწვილეს, სოფელს. ჰო კიდევ
მესრის ღობეზე ბიჭუკელას ცარცით მინაწერს:
"მე იმდენს ვფიქრობ, შემიძლია შეგეხო კიდეც"
ოთარ ჭილაძე.
დღეს მინდა ურცხვად დავიბრალო ყველა შედევრი
და სიყვარული დაგიმარცვლო უცხო ფრაზებად,
როგორ აგიხსნა?
რომ საკუთარ თავში ვეტევი,
ისე შემჭამეს მონატრების მეტასტაზებმა.

..........................................................................

შენ ზაფრანისფერ ტყეში ცხოვრობ, შორის ღმერთების
და ნისლი ფარავს შენი მთების ყვითელ კალთებსაც,
სულელ მებადურს სულ მეგონა
მოგიხელთებდი,
ერთ მშვენიერ დღეს დაგიჭერდი ჩემო ქალთევზა!

..........................................................................................

მაგრამ...აქ, ჩემთან სიგიჟეა, ხალხი, ვაგზალი...
თბილისი თითქოს ბროდვეია, თაიმსკვერია,
მე კი ჩემს მოხუც, ბებერ ფიქრებს ვერსად ვაგზავნი,
მეშინია რომ მოკვდებიან... დაიმსხვრევიან...

მაპატიე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1274 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sulxan wulukidze, poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulkhan tsulukidze, სულხან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0