Загрузка...
დეკანოზი თავმაზი ჩოხელი – ნუ მომკლავ დედა / dekanozi tavmazi chokheli - nu momklav deda - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » დეკანოზი თავმაზი ჩოხელი – ნუ მომკლავ დედა / dekanozi tavmazi chokheli - nu momklav deda


1:34 AM
დეკანოზი თავმაზი ჩოხელი – ნუ მომკლავ დედა / dekanozi tavmazi chokheli - nu momklav deda
ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2189 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლექსი აბორტზე, leqsebi, leqsebi abortze, ლექსები აბორტზე, leqsebi patara bavshvebze, ლექსები ჩვილ ბავშვებზე, ლექსები ბავშვებზე, ნუ მომკლავ დედა, დედა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0