Загрузка...
როინ აბუსელიძე (როი) - ნიკა ჩერქეზიშვილს / roin abuselidze (roi) - nika cherqezishvils - 4 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 4 » როინ აბუსელიძე (როი) - ნიკა ჩერქეზიშვილს / roin abuselidze (roi) - nika cherqezishvils


11:53 AM
როინ აბუსელიძე (როი) - ნიკა ჩერქეზიშვილს / roin abuselidze (roi) - nika cherqezishvils
ძმა, დეკემბერი დადგა,
შემოიკეცა არე,
ქარის მონატან ლექსებს,
ვეღარ წაიღებს ქარი,
გაგეცინება გულით,
გაგეცინება რახან,
ვინც რამეს დაწერს თურმე
ყველა პოეტი არი.

ძმა, ჰაერია მძიმე,
ცასა და მიწას შუა
და ყველა წერტილ მძიმე
გამოიყენე თუ არ -
ისე ვერაფერს დატევ,
ისე ვერაფერს იტყვი
რადგან დროება ძმაკაც
ბეთჰოვენივით ყრუა.

ძმა, დღეს ხასიათს ვშველით,
სტრიქონებით და მადის
დასაპურებლად ხელი
აგვირჩევია, დარდის -
გასაფანტავად სტრიქონს
ვეჭიდებით და ვძერწავთ,
მაგრამ ვაი რომ ხალხი
აირწინაღით დადის

იმ ვაკუუმში სადაც
უჰაერობის დასტა,
ღელავს და პოეზიით
დაკავშირება აზრთა,
არის ერთგვარი შველა,
ან შველაც არა იქნებ,
ან ცა ჩამოვა ჩვენთან,
ჩვენ თუ არ მივალთ ცასთან.

ძმა, არაფერი უჭირს,
ერთი ბილიკით ვივლით,
და ყველაფერი ფუჭი
ირონიაა დილის,
ძმა, კიდევ ერთხელ მსურს და
ძმა, კიდევ ერთხელ გეტყვი,
ამ ერთი შვილის გარდა
კიდევ მრავალი შვილი -

მომელოცოს და ასე
ცასა და მიწას შუა,
სულ ყველა წერტილ მძიმე
გამოვიყენეთ თუ არ,
არც არაფერი დიდი,
არც არაფერი ცოტა,
რადგან ეპოქა მაინც
ბეთჰოვენივით ყრუა.

... ... ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1231 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, როინ აბუსელიძის ლექსები, პოეზია, roin abuselidzis leqsebi, როინ აბუსელიძე როი, nika cherqezishvils, roin abuselidze roi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0