Загрузка...
საიათნოვა - რა ზარბაბი / sayat nova - ra zarbabi - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - რა ზარბაბი / sayat nova - ra zarbabi


10:38 AM
საიათნოვა - რა ზარბაბი / sayat nova - ra zarbabi


რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?

ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე:
ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე,
ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე
ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე,
მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?

ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა,
მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა,
ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა!
ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა!
დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?

შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?..
მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები,
შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!..
გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!..
მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა ?!

საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოვია!
მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია,
შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია,
თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია,
მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1354 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0