Загрузка...
საიათნოვა - მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო / sayat nova - mtkvaro amghvreulo, araziano - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო / sayat nova - mtkvaro amghvreulo, araziano


10:39 AM
საიათნოვა - მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო / sayat nova - mtkvaro amghvreulo, araziano


მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო!
მე შენ ვერ გაგიძლებ, მიზეზიანო!
დიბისა ლობდანო ბაზაზიანო,
სირმა-აბრეშუმო ყაზაზიანო,
თვალები, წარბები, ლამაზიანო,
მე რა მაბადია, რა მაზიანო?!
ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწება,
ზოგი მეჯლისის ზმას ეხვეწება!
ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება,
გული მას სტირის, მას ეხვეწება,
დაეხსენ ჩემს ვარდსა კრაზანიანო!
შენსა ქებას საწერელი ზღვა უნდა,
შენს შემხედავს თავში რაღა ჭკვა უნდა!
განა საყვარელი სხვადასხვა უნდა?
სულ ქვეყანას შენი ნახვა მოუნდა,
გამოდი ღრუბლიდამ, მზევ ნაზიანო!
მოდი, დამიჯერე, ბაღდადის წერო,
ინდოეთის თუთისაებრ იმღერო!
რა იქნება ერთხელ მეც დამიჯერო,
ფერჰადის ბებერო, შირინის მტერო,
შე ავო მიჯნურო, შე ბრაზიანო!?
ვაი თუ ერთი რიგი ნარდი გასწიო,
მარდი მოჰკლა და ნამარდი გასწიო,
ბულბული ატირო, ვარდი გასწიო,
ნეტა რომელ ერთის დარდი გასწიო
ბეჩავ საიათნოვავ, თავაზიანო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1467 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0