მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი / sayat nova - zghvas vin gaashrobs varskvlavis skhivi
10:43 AM საიათნოვა - ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი / sayat nova - zghvas vin gaashrobs varskvlavis skhivi
ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი! მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს? ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა, თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს! თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი, სპილენძი ერთია, ვერცხლი - ათასი! ჭიქას არ ედება ალმასის ფასი, თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაიწყოს! ზოგზოგი კაცია ეშმაკის მუშა; ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა... გოგრა არ გახდება შირაზის შუშა, რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს! თუ გინდ თევზი დაჰკლა, - არ დაიყვირებს. ფეხთ ჰინის დადება რათ უნდათ ვირებს? ქვიშა ბამბის ალაგს ვერ დაიჭირებს, თუ გინდ ყუთნის საბანშიაც ჩაიწყოს. ნურვინ იტყვით - ეს ყმაწვილი ვინა ვარ! ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ. საიათნოვა მქვიან არუთინა ვარ. სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1603 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|