Загрузка...
საიათნოვა - დამეხსენი / sayat nova - damekhseni - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - დამეხსენი / sayat nova - damekhseni


10:45 AM
საიათნოვა - დამეხსენი / sayat nova - damekhseni


დამეხსენი, ავკაცობა არ მინდა,
ქვეყანაზე გაფენობა არ მინდა,
ავი სიტყვის შენთან მბობა არ მინდა,
ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა,
მე გლეხი ვარ, თავადობა არ მინდა!
მოდი, სისხლსა ნუ დამიღვრი თასითა,
ნასყიდი ვარ შენის ძვირის ფასითა!
გეახლები ერანელთა წესითა!
შემინახე ატლასითა, ხასითა,
შავი კაბა, შავი ქობა არ მინდა!
ჩემი სიტყვა შენი დასაჯერ იყოს,
შენი კალთა ჩემი დასაჭერ იყოს!
ჩემი თავი შენი მიწა-მტვერ იყოს,
შენი ბაღი ჩემი ბაღის გვერდთ იყოს,
შუაშია გადაღობა არ მინდა!
გადავიდა შენი დრო საიათნოვა!
რაღათ გინდა «ოხო-ხო» საიათნოვა?
ყველა მეუბნება: ჰო საიათნოვა!
საით მიხვალ, ჩემკენ მო, საიათნოვა,
შენი პურ-მარილის ძმობა არ მინდა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1231 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0