Загрузка...
საიათნოვა - გიხდება ზარი / sayat nova - gikhdeba zari - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - გიხდება ზარი / sayat nova - gikhdeba zari


10:46 AM
საიათნოვა - გიხდება ზარი / sayat nova - gikhdeba zari


გიხდება ზარი, ოქროს ღილი, თანა შენია,
ერან-თურანი, ადრიბეჟან განაშენია.
მოდი, ნუ მომკლამ, ხელთ გიჭირავს დანა შენია,
ბულბული სტირის, დაგიცია მანა, შენია,
მიჯნურსა სძინავს, შესმენია ნანა შენია...
გაშლილა ბაღი, გამობძანდი მოახლებითა!
ბულბული ჰგალობს, მოგახსენებს: «დილა ნებითა!»
თვალად ლამაზო, რამ გაგზარდა ტან-დიდებითა?
ბევრი მოგიკლავს, მეც მომღალე შენის ქებითა...
ლექსები კარგი ასორმოცი ხანა შენია.
ბროლის მინას და ბროლის სურას გიგავს ყელია!
რად გინდა სარკე? სახე სავსე მთვარე მთელია.
ზილფებისათვის ხელთ გიჭირავს მაკრატელია,
მე რაზედა მკლავ, რა გერჩოლე, რა სახელია,
ან რაზედ მომკლამ, ჩემი თავი განა შენია!?
ჰე, უსიკვდილოდ არ იქნება ჩემი მორჩომა,
სულ ქვეყანა რო ჩემი იყოს, არა მაქვს ნდომა!
ჰე, საყვარელო, უცხოდ გშვენის შენ ეგ მორთომა,
ყალამქარისა, ატლასისა, ზარბაბის ზომა...
არ მომიპარავს, მიპოვნია შანა შენია!
წაღმართი სიტყვა არ ვიცოდი, ვინ მოგაჩვენა,
ვინ მოგიტანა, ვინ გაჩვენა, ვარდის გაფენა?
ტურფა-ზარიფო, შენსა ქებას ვერ იტყვის ენა,
მო, საიათნოვავ, რა გატირებს, ვინ მოგცემს შენა? -
ტახტი თოუზი ინდის მეფის ანაშენია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1283 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0