Загрузка...
საიათნოვა - ბაღი ბულბულით ავსილა / sayat nova - baghi bulbulivit avsila - 18 მარტში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მარტი » 18 » საიათნოვა - ბაღი ბულბულით ავსილა / sayat nova - baghi bulbulivit avsila


10:47 AM
საიათნოვა - ბაღი ბულბულით ავსილა / sayat nova - baghi bulbulivit avsila


ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდსა რაზი არ აკლია,
აწ დაშვენდა ია-ვარდი, ზედ ლამაზი არ აკლია,
უცხოდ ხარობს ასამინი, ძილს სარაზი არ აკლია,
წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზი არ აკლია,
მეიდანი გამართული, ქანდირბაზი არ აკლია!
არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს,
რომელ ერთხელ გენაცვალო, განა რამდენი თავი მაქვს?
მუდამ შენს სამსახურში ვარ, არა სთქვა პირი შავი მაქვს,
სულ ქვეყანა ჩვენსა არის, რომ ბაზაზი არ აკლია!
რახან სოფელს ასე მოსდევს, ულხენოთაც არ იქნება.
შენი ქება და დიდება უენოთაც არ იქნება!..
მარანისა ტუმბო სავსე უდენოთაც არ იქნება,
თუ მეჯლისი მორთულია, უშენოთაც არ იქნება,
ტრიალებს ოქროს თასები, ლეილუმ ნაზი არ აკლია!
ხელმწიფესაც არ უქნია როსტომ-ზაალისათვინა,
ნიშნობა და ქორწილიცა თავისი ქალისათვინა! -
რაც რომ გადამხდა თავზედა, სულ იმ მაღალისათვინა:
ლეილუმის ქამანჩისა დოულ-ყავალისათვინა:
გარს უსხედან მომღერალნი, სანთურ-საზი არ აკლია!
ტურფა ტანი ლერწამს გიგავს - მორთულხარ ქირმანშალშია,
კბილები მარგალიტში გაქვს, ინდის პილპილი ხალშია,
ფალევანთა მომრევი ხარ, ნაქები როსტომ-ზალშია,
თუ ჩვენსა არ მობძანდები, წავიდეთ სამართალშია...
საიათნოვას ხემწიფე, ყენ-შაჰბაზი ირაკლია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, sayat nova, leksi leksebi, პოეზია ლექსები, poeziis saiti, საიათნოვა, saiatnova, poeziis portali, leqsebi leqsi, leqsebis saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0